სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადება

2023-07-20 10:29:00
ვეხმაურებით „მთავარი არხის“ ეთერით გავრცელებულ, არსებითად მცდარი ფაქტების შემცველ სიუჟეტს, ცილისწამებას, რომლის მიზანი იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის დავით ვერავასათვის ზიანის მიყენება, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვა.
 
„მთავარი არხის“ ეთერით გავრცელებული ინფორმაციით:
 
თითქოს დავით ვერავას თანამდებობის გამოყენებით ისარგებლა და ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო მისმა შვილმა ნინა ვერავამ.
 
სინამდვილეში, დავით ვერავას თანამდებობაზე დანიშვნამდე, ნინა ვერავა და მისი მეუღლე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ბიზნეს აქტივებს ფლობდნენ და ამჟამადაც ფლობენ;
 
თითქოს, მხოლოდ ნინა ვერავამ, როგორც თანამდებობის პირის ოჯახის წევრმა მიიღო პროექტით გათვალისწინებული თანხა ერთ ტრანშად და მოქალაქეები ამ სიკეთით ვერ სარგებლობენ.
 
სინამდვილეში, პროექტით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა მოხდა ეტაპობრივად, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვალდებულებები აუდიტორულად შესრულებულად დადასტურდა. ამასთან, პროექტის ფარგლებში მუდმივად 10 და სეზონურად 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ქვეყნის მასშტაბით კი, მოცვის გაშენების სახელმწიფო პროგრამით ასობით მოქალაქემ/იურიდიულმა პირმა ისარგებლა და დღეის მდგომარეობით 2500-ზე მეტ ჰექტარზეა აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო კულტურა გაშენებული.
 
თითქოს, სახელმწიფომ, ნინა ვერავას ათეულობით ჰექტარი მიწა გადასცა.
 
სინამდვილეში, 2,3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეძენილია კერძო პირისგან, ხოლო 1,7 ჰექტარის შესყიდვა კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდა ეკონომიკის სამინისტროსგან.
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტმა დავით ვერავა ჩაწერა, ის დავით ვერავას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეეცადა, მის მიერ ინფორმაციის მიღება სიმძაფრითა და წინააღმდეგობების გადალახვით წარმოეჩინა სიუჟეტში. ამასთან, სიუჟეტში არ არის გათვალისწინებული ნინა ვერავას პოზიცია. მას არ მიეცა საშუალება გაეკეთებინა კომენტარი.
 
„მთავარმა არხმა“ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია და იმოქმედეს ეთიკისა და მათზე დაკისრებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ, რითაც განახორციელა დავით ვერავასა და მისი ოჯახის წევრების პირად უფლებებზე მიზანმიმართული თავდასხმა საქმიანი რეპუტაციის დაზიანებისა და დისკრედიტაციის მიზნით.
 
და ბოლოს, დავით ვერავა სხვადასხვა დროს სახელმწიფო სტრუქტურებში 12 წლიანი და კერძო სექტორში 20 წლიანი მუშაობის პერიოდში პირნათლად ემსახურებოდა საქმეს და არასდროს დაურღვევია კანონი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო