სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს

2023-07-12 17:15:00

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღწერა შესაბამისმა კომისიებმა დილიდან დაიწყეს.

დაზიანებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან. სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული კოორდინაციის სამმართველოს უფროსი შოთა კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ დღესვე მოხდება ტექნიკისა და მაგისტრალური მილების ადგილზე მობილიზება და ხვალიდან სამუშაოები დაიწყება. წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოები კი დღეს დაიწყება, შესაბამისად ფოთსა და სენაკს წყალმომარაგება უახლოეს დღეებში აღუდგება. მთავრობის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ გაწმენდით და აღდგენით სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ივლისს ძლიერმა წყალმოვარდნებმა, ხობის სოფელ ბიაში გაზსადენის ცენტრალური მაგისტრალი დააზიანა, რის გამოც გაზმომარაგება შეუწყდა ხობს, ზუგდიდსა და წალენჯიხას. სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში კი წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალის დაზიანებამ წყლის გარეშე დატოვა სენაკისა და ფოთის 32 ათასი აბონენტი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო