სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სტიქია სამეგრელოში - სახელმწიფო რწმუნებული ადგილზე არსებულ ვთარებას ეცნობა

2023-07-11 15:42:00
ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სამეგრელოში პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ნაწილი და სავარგულები. სტიქოამ ღვარცოფული და მეწყრული პროცესები გამოიწვია რის გამოც გზების ნაწილი დაზიანებულია. აბაშაში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო. უამინდობის გამო რამდენიმე სოფელს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების გამო შეფერხებაა გაზმომარაგებასთან დაკავშირებით. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, შექმნილ ვითარებას ადგილზე მერებთან ერთად ეცნობიან სახელმწიფო რწმუნებული და მისი მოადგილეები.
 
დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მიხედვით: 
 
აბაშის მუნიციპალიტეტში. სამიქაო-მაიდნის, სუჯუნის, ზანათის, წყემის, ონტოფოს, ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს. სოფელ საბოკუჩაოში რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.
ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ელენერგია არ მიეწოდება გეზათს, სეფიეთს, ონტოფოს, საბოკუჩაოს. ადიდდა და ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარეები: კოვზა, ცხ. წყალი, აბაშა. არსებობს საფრთხე გადმოვიდეს მდ. რიონი. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორია.საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
 
დაიმეწყრა მარტვილის ტაძრამდე მისასვლელი გზა. ასევე მეწყერი ჩამოწვა ნახუნაოს ადმინისტრაციულ ერთეულში. გზები დაზიანდა ვედიდკარში, მუხურჩაში, ონოღიაში, სერგიეთში. ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფელ ლესიჭინესა და ზანას საზღვარზე, მეწყერმა ჩამოშალა ჩხოროწყუ-სენაკის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი, რის გამოც აღნიშნულ გზაზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შემოვლითი გზის აღდგენაზე. რამდენიმე საათში გადაადგილება შემოვლითი გზით იქნება შესაძლებელი.
უხვი ნალექის შედეგად დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები, სახნავ-სათესი სავარგულები, ქუჩები, ასევე დატბორილია ქალაქის ტერიტორიაზე ცალკეული უბნები. ამ ეტაპზე მოსახლეობას არ მიეწოდება სასმელი წყალი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნაკიანის ადმინისტრაციულ ერთეულს.
 
სენაკის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში. ორ ადგილას დაიმეწყრა გზა ზანაში; გზები, ეზოები დაიტბორა თეკლათში, ჭალადიდში, გეჯეთში, ეკში, მენჯში, ნოქალაქევში. დაზარალდა მოსახლეობა. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
 
ფოთში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ზღვის სანაპირო ზოლი. ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის რამდენიმე ფაქტი.
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი და ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი ცენტრალური მილები.
სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ქ. ფოთისა და ქ. სენაკის 32 000-ზე მეტ აბონენტს.
წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.
მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლედ დროში აღუდგეს.
ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები სანაპირო ზოლის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ქალაქს.
წყალმომარაგების კომპანიის ცხელი ხაზი 032 2 93 00 00
ფოთის მერიის ცხელი ხაზი: 0493 22 12 95
 
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა გზის სავალი ნაწილი და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დატბორა. ამ დროისთვის ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ადგილზე მობილიზებულია ასევე ყველა შესაბამისი სამსახური. კორცხელის ადმინისტრაციულ ერთეულში მცირე მეწყერი ჩამოწვა, მაგრამ ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილია.
გაწმენდით სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული ა(ა)იპ „კეთილმოწყობის მართვის ცენტრი“ და ა(ა)იპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი“.
აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდებათ. აღდგენით სამუშაოებზე „ენერგო - პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს.
 
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქ ხობსა და სოფლებში დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, გზები და სავარგულები. წყალი შევიდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე და სახლებში. ჩამორეცხილია გზები, დაზიანებულია ხიდბოგირები, მდინარემ რამდენიმე ადგილას გაარღვია დამბა.
უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისგან არხები და ღელეები.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მერიის ხელმძღვანელი პირები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის სამსახურები და თვითმმართველობის შესაბამისი იურიდიული პირები.
ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია. პრობლემურ ადგილზე მუშაობენ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები.
ხობის მუნიციპალიტეტის ზარალის დამდგენი კომისიის წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე შეისწავლიან და ზარალს დაითვლიან.
 
ჩქვალერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე მოროჟამ დააზიანა არსებული გაბიონი. დაიტბორა საკარმიდამო მიწის ნაკვეთები.
ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა შიდა საუბნო გზები.საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ბორბოლის უბანში დაიმეწყრა შიდა საუბნო გზა.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო