სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ანაკლიაში წელსაც საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი

2023-07-05 12:49:00

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ეგიდით ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც წელს 2400 ახალგაზრდას 10 ნაკადად მიიღებს.

ანაკლიის ბანაკი ლიდერებისა და მონაწილეების მიერ დადგმული ორიგინალური ფლეშმობით გაიხსნა. შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი; სალოტბარო სკოლების მოსწავლეებმა შეასრულეს „მრავალჟამიერი“; საღამოს ბოლოს გაიმართა ჯგუფის „რეზო და ბავშვების“ კონცერტი.

ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე ირაკლი გივიაშვილი, სახელმწიფოს რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის ერთი ნაკადი 14-18 წლის 240 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც პარტნიორ უწყებებსა და სახელმწიფოს რწმუნებულებთან თანამშრომლობით შეირჩევიან. მონაწილეთა შერჩევისას უპირატესობა ენიჭებათ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი, იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრ, ობოლ ან/და ისეთ ახალგაზრდებს, რომელთაც სახელმწიფო მზრუნველობს. გარდა ამისა, სახელმწიფოს რწმუნებულების მიერ მათთვის გათვალისწინებული რაოდენობის 14-იდან 18 წლამდე ასაკის მონაწილეთა შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს რეგიონულ ბალანსს (მონაწილეები უნდა შეირჩნენ მუნიციპალიტეტის ყველა რაიონიდან), ეთნიკურ უმცირესობებს, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ასევე - მონაწილეთა მოტივაციას და მათ, ვისაც არ აქვთ ბანაკში ყოფნის გამოცდილება.

საბანაკე პროგრამა შვიდდღიანია. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განმავითარებელ, რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც ჩატარდება არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიითა და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით. ბანაკში მყოფი ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ინტერაქციულ-საგანმანათლებლო და მოწვეულ სტუმრებთან არაფორმალურ გარემოში გამართულ შეხვედრებში, კულტურულ-შემოქმედებით ღონისძიებებში, სპორტულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა ტურნირში.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარებისთვის ბანაკების მართვა სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს.

ინფორმაციისთვის: მიმდინარე წლის ივნისში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით კახეთში, ახაშენში, კვლავ გაიხსნა გურჯაანის ბანაკი, რომელმაც წელსაც უკრაინიდან, ამჯერად ქალაქ ლვივიდან ჩამოსულ რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ მოზარდებს უმასპინძლა.

2022 წელს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით რაჭაში შაორის ახალგაზრდული ბანაკი, ევროპული სკოლის იყალთოს საზაფხულო ბანაკი და ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო