სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მინისტრი და გუბერნატორი მოცვის მოსავლის აღების პროცესს ზუგდიდის სოფელ ნარაზენში გაეცნენ

2023-06-10 19:04:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან, რწმუნებულის მაოდგილეებთან და ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად სოფელ ნარაზენში, ადგილობრივი ფერმერების, დავით და დილარ თოდუების ბაღში, ლურჯი მოცვის მოსავლის აღების პროცესს გაეცნო.
 
„სამეგრელოში უკვე იწყება მოცვის მოსავლის აღება. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მოცვის ბაღების გაშენების ხელშეწყობის პროგრამა. 2500 ჰექტარზე მეტ ფართობზე უკვე გაშენებულია ბაღები, რაც იმას ნიშნავს, რომ, მომავალ წლებში, 20-25 ათასი ტონა მოსავალი, ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ექსპორტის შესაძლებლობა და დასავლეთ საქართველოს რეგიონისთვის დამატებითი შემოსავალი გვექნება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს წარმოების მთლიან ჯაჭვში - როგორც ბაღების გაშენებაში, ასევე სამაცივრე მეურნეობებისა და გადამმუშავებელი საწარმოების მოწყობაში", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის ფერმერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყოველი ახალი გაშენებული ბაღი, სამაცივრე მეურნეობა თუ გადამმუშავებელი საწარმო ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავალს.
 
ფერმერი დილარ თოდუა ერთ-ერთი პირველია, ვინც სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით სარგებლობს. მან სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ლურჯი მოცვის ბაღი 2017, 2018, 2021 წლებში გააშენა და სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. როგორც ფერმერმა აღნიშნა, ბაღების გაშენებას და მეურნეობის გაფართოებას სამომავლოდაც გეგმავს.
 
დავით და დილარ თოდუებმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ 238,000 ლარის თანადაფინანსება მიიღეს; ბაღების გაშენებისა და სამაცივრე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 1 მლნ ლარს აჭარბებს.
 
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი 127,9 მლნ ლარს აღემატება, სადაც სესხის პროცენტის სუბსიდირებას სოფლის განვითარების სააგენტო 16,6 მლნ ლარის ოდენობით ახორციელებს. მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში ლურჯი მოცვის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 69 მლნ ლარზე მეტი, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 9,8 მლნ ლარს აღემატება.
 
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 41 მლნ ლარზე მეტით თანხით, 2,500 ჰა-ზე მეტ ფართობზე დაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, 27 მლნ ლარზე მეტი თანხით, 1,500 ჰექტარზე ლურჯი მოცვის გაშენება.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო