სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

დამოუკიდებლობის დღის სამზადისი ზუგდიდში

2023-05-25 16:06:00
ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მზადებას ადგილზე გაეცნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამაზ იორაშვილი.
 
ზუგდიდის ბულვარში, 26 მაისს, 14:00 საათიდან ღონისძიების სტუმრები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საქართველოს სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტებს. რუკებს, ფოტოებს და აქტივობებს გაეცნობიან.
 
დამთვალიერებლები სათავგადასავლო ტურიზმის შესახებ სახალისო კითხვარს შეავსებენ, მოეწყობა ფოტო ზონა.
 
ზუგდიდის ბულვარში გაიმართება მეგრული „სთრიდ ფუდის“ ბაზარი, სადაც წარმოდგენილი იქნება მეგრული მრავალფეროვანი ტრადიციული და გათანამედროვებული კერძები.
 
ღონისძიების ფარგლებში ცნობილი შეფი ლუკა ნაჭყებია მეგრული სამზარეულოს გამორჩეულ კერძებს მოდერნიზებული სახით წარმოადგენს. გაიმართება კულინარიული შეჯიბრი. ტერიტორიაზე განთავსდება კვების და სამეწარმეო დახლები. მოეწყობა საბავშვო აქტივობები და გუნდური თამაშები.
 
საღამოს 17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. შესრულდება საქართველოს ჰიმნი. 17:30 წუთზე დაიწყება შემაჯამებელი კონცერტი.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო