სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რუხში მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით თვალის ოპერაციები უტარდებათ

2023-04-19 15:24:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,  ჯავრიშვილის კლინიკა ოფთალმიჯი, მოძრავ საოპერაციო ბლოკში თავალის ოპერაციებს ატარებს. პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდებიან.

თვალის ოპერაციები დღეს 23 მოქალაქეს ჩაუტარდა, მათი ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩამოვიდა.

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებიდან 10 წელი გავიდა. ამ უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროგრამის სიკეთეებით ყოველდღიურად ასობით ადამიანი სარგებლობს. რისი ნათელი მაგალითი დღევანდელი დღეცაა, სადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით მოქალაქეებს თვალის ოპერაციები ადგილზევე უტარდებათ. მანამდე ჩვენ „ოფთალმიჯთან“ ერთად გვქონდა უფასო გასინჯვები მუნიციპალიტეტებში, სადაც გამოვავლინეთ ის ადამიანები ვისაც ქირურგიული ჩარევა სჭირდეობოდათ“- განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

სამედიცინო აქცია რუხის შემდეგ ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ჩატარდება. მომდევნო ეტაპზე კი რეგიონის დანარჩენ მუნიციპალიტეტბსაც მოიცავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო