სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სენაკის მერმა ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

2022-12-02 18:53:00

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის  ანგარიში გააცნო.

„ჩვენ საფუძველი ჩავუყარეთ, განვახორციელეთ და დავგეგმეთ მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები.

პირველ რიგში, თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებულ მასშტაბურ პროგრამაზე -,,განახლებული რეგიონები“ , რომლის ფარგლებშიც,  ჩვენს ქალაქს ორი მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცე შეემატა.

ჩემი მერობის პერიოდში, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 17 510 მეტრ საავტომობილო გზას, ღირებულებით - 6 606 078 ლარი“ - აღნიშნა სენაკის მერმა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სახის დახმარება გაეწია 31 349 მოქალაქეს.

საგანამანათლებლო ინფრასტრუქტურული მიმართულებით: ხორციელდება ნოსირის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია;  დაგეგმილია მესამე საჯარო სკოლის მშენებლობა, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკისა და გენო ადამიას სახელობის ქალაქის პირველი საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაცია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული 800 სკოლის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ვგეგმავთ ქალაქის მეორე საჯარო სკოლის, უშაფათის, ნოსირის საჯარო სკოლის მეორე კორპუსის, ხორშის, ლეძაძამესა და ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას. რეაბილიტაცია ჩავუტარეთ №1 ბაგა-ბაღს. ელიავას ქუჩაზე, დაწყებულია №3 საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი.

რეაბილიტაცია ჩავუტარეთ 34 წლიანი ისტორიის მქონე კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდობის ცენტრს -მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის  ცენტრის შენობას“ - აღნიშნა სენაკის მერმა.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ, სხვა სფეროებში განხორციელებულ პროექტებზე და მომავლის ხედვებზე დეტალურად ისაუბრა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მოქალაქეს, ვისაც გული შესტკივა ჩვენს ქალაქზე.  მესმის, რომ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და მოსახლეობის ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც მუნიციპალიტეტისთვის აქტუალურია“ - აღნიშნა ვახტანგ გადელიამ. მისივე თქმით, 2023 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტები,  ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულება,  განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი, სოფლის მეურნეობის განვითარება, დასუფთავება და გარემოს დაცვა,კვლავ პრიორიტეტულ საკითხად რჩება.

მერის ანგარიშის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი, სენაკის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე, საბა ოდიშარია, ადგილობრივი თვითმმართველოს წარმომადგენლები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო