სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდი მოლში „კარფურის“ ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა დასაქმდა 100 ადამიანი

2022-11-22 16:20:00

კარფურის ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს გაფართოებას. კომპანიამ ამჯერად ქალაქ ზუგდიდში ახალი სუპერმარკეტი გახსნა.  ზუგდიდის ახალ ფილიალში დასაქმდა 100 ადამიანი, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად კომპანიაში 2500-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და კიდევ 1200 ახალი კადრის მიღებას გეგმავს.

გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან და ზუგდიდის მერთან ერთად დაესწრო.

ახალი მაღაზია დილის 9:00-დან საღამოს 22:00-მდე მოემსახურება მომხმარებელს. კარფურის ახალი, დიდი ზომის სუპერმარკეტი მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო ნივთების მრავალფეროვან არჩევანს.  მათ შორისაა სურსათის, ბიო პროდუქტების და ჯანსაღი კვების, ბავშვის მოვლის, ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენის საშუალებები, კარფურის მიერ  წარმოებული ექსკლუზიური ფრანგული პროდუქცია და სხვა.

ფრანგული ბრენდისთვის ეს რიგით 75-ე მაღაზიაა. კარფური ახალი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების გახსნით ხელს უწყობს დასაქმების ზრდას ქვეყნის მასშტაბით და ეხმარება ქვეყნის წარმოების განვითარებას, ადგილობრივ ფერმერებთან თანამშრომლობით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო