სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გუბერნატორი: წალენჯიხაში სტიქიით დაზიანებული საცალფეხო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მოწყობა მიმდინარეობს

2022-10-23 21:17:00
წალენჯიხაში, მაზანდარას უბანში სტიქიის შედეგად დანგრეული საფეხმავლო ხიდის ნაცვლად საავტომობილო ხიდის მონტაჟი დაიწყო. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ჩართულობით მაზანდარას უბანში გარესამყაროს მოწყვეტილ 10 ოჯახს საავტომობილო ხიდით სარგებლობა უახლოეს დღეებში შეეძლება. ადგილობრივ მოსახლეობას 30 წელზე მეტია აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო ხიდი არ აქვს.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ადგილობრივ მოსახლეობას საავტომობილო ხიდის მოწყობას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტირის მინისტრის მოადგილესთან კობა გაბუნიასთან ერთად შეპირდა.
 
ბოლო სტიქიამ რეგიონში პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ტეხურმა სენაკის სოფელ ლეძაძამეში ხიდი დაანგრია, ხოლო წალენჯიხაში ფახულანი-ჭალეს დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა. სახელმწიფო რწმუნებულის უშუალო ჩართულობით ორივე მიმართულებით მოძრაობა უახლოეს დღეებში აღდგა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო