სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადება

2022-10-13 21:17:00

წალენჯიხის მერის დღევანდელი ბრიფინგი, ყველა წინა ბრიფინგის მსგავსად იყო მხოლოდ ზოგადი და არაფრისმთქმელი, ჩვენ კი ვართ საქმეზე ორიენტირებულები და იგივეს ვსთავაზობთ მასაც.

მაშინ როცა ის ახლა უნდა იყოს ფახულანში, სადაც დილიდან ვართ ჩვენ და აგვარებდეს უგზოოდ დარჩენილი მოქალაქეების პრობლემას აკეთებს პოპულისტურ განცხადებებს, ჩვენ კი სტიქიიდან მეორე დღეს ვახდენთ პრობლემური ხიდის აღდგენას.

ტყუილია მისი განცხადებები, რომ არ აქვს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობა, წინა სტიქიის დროს წალენჯიხა იყო პირველი მუნიციპალიტეტი, რომელსაც დაუყონებლივ ჩაერიცხა თანხა. მოსახლეობას შევახსნებთ, რომ წალენჯიხის მერიამ მათი დაუდევრობიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამის განხორციელება საფრთხის ქვეშ დააყენა და რომ არა ცენტრალური ხელისუფლება და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, წალენჯიხელები ვერ ისარგებლებდნენ იმ სიკეთეებით რასაც  სოფლის მხარდაჭერის პროგრამა გულისხმობს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან მალევე მერების პირველ შეხვედრაზე პრემიერმა სხვა ქალაქების მერებთან ერთად მიიწვია წალენჯიხის მერიც, თუმცა გია ხარჩილავამ  ფეისბუქით გვიპასუხა, რომ შეხვედრაზე არ მოდიოდა.

წალენჯიხაში ხორციელდება ყველა პროექტი, რასაც ხელისუფლება სხვა მუნიციპალიტეტებში ახორციელებს, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების არაეფექტური მართვის შედეგია ის, რომ წალენჯიხა ბოლო ადგილზეა საქართველოს მაშტაბით რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდით გამოყოფილი თანხების ათვისებით. წალენჯიხის მერს შევახსენებ მათსავე საზეპირო ფრაზას - საქმე ლაპარაკის ნაცვლად!

რაც შეეხება ბატონი გიორგის კიდევ ერთ სიცრუეს, რომ სტიქიის დღეს მე წალენჯიხაში ვიმყოფებოდი მისივე სიტყვებით „არალეგიტიმურ პირთან“ „ყოფილ გამგებელთან“, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ  ბესიკ ფარცვანია არის საკრებულოს წევრი და სწორედ საკრებულოს წევრებმა შეგვატყობინეს ჩვენ სტიქიის შესახებ. წალენჯიხის მერს  სტიქიის შესახებ ინფორმაცია ჩვენთვის არ მოუწოდებია. ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი და შედეგსაც ხედავთ, მისგან უყურადღებოდ მიტოვებულ მოსახლეობას საავტომობილო გზა უახლოეს საათებში ექნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო