სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

1924 წლის აჯანყების დროს დახვრეტილთა მემორიალი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გვირგვინით შეამკეს

2022-09-06 19:00:00
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, 1924 წლის აჯანყებაში მონაწილე დახვრეტილ მამულიშვილთა ხსენების დღესთან დაკავშირებით მსხვერპლთა მემორიალი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვერავამ და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკეს.
 
1921 წლის 25 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, საქართველოში ანტისაბჭოთა მოძრაობა დაიწყო. ქართული ეროვნული მოძრაობის მიზანს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა წარმოადგენდა. 1921 წელს დაწყებული ეროვნული მოძრაობა, 1924 წელს აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებამ აგვისტოს მიწურულს მთელი ქვეყანა მოიცვა. ზუგდიდის მაზრაში დამოუკიდებლობის კომიტეტს მუდმივ მეთვალყურეობას ეროვნულ-დემოკრატი შალვა თალთვაძე ხელმძღვანელობდა. 1924 წლის 29 აგვისტოს, დილის ოთხ საათზე, აჯანყებულებმა იერიში ზუგდიდზე მიიტანეს, ბრძოლამ რამდენიმე დღე გასტანა, საბოლოოდ კი აჯანყებულთა მარცხით დასრულდა. ზუგდიდის მაზრაში აჯანყებაში მონაწილეობა 2 769 მოქალაქემ მიიღო.
 
1924 წლის 6 სექტემბერს ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა მიმდებარე ტერიტორიაზე 40 აჯანყებული დახვრიტეს, 8 აჯანყებული დასახვრეტად ფოთში გააგზავნეს, 30 ადამიანი დახვრიტეს ზედაეწერის ტყეში, 28 ადამიანი კი სოფელ კახათის ასასვლელ ფერდობთან, 17 ადამიანი დახვრიტეს ჩხოროწყუში.
 
აჯანყებაში აქტიური მონაწილეობის მიმღებთა ძებნა-დაპატიმრებები საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. იყო შემთხვევები, როდესაც ძებნილები ვერ უძლებდნენ მათ ოჯახებზე განხორციელებულ ზეწოლას და ნებაყოფლობით ბარდებოდნენ. მსგავსი ზეწოლებით და დაპატიმრებებით ზუგდიდის მაზრის საპყრობილეში არაერთი აჯანყებული მოხვდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო