სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოს გუბერნატორი: წალენჯიხას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა

2022-07-15 18:38:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 986 000ლარი გამოეყოფა. შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს და თანხა სტიქიის ფონდიდან გამოიყოფა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ივლისის ბოლოს უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ხიდები, ნაპირსამაგრები და სანიაღვრე არხები. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. შესაბამის განცხადებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია აკეთებს.

მისივე განმარტებით წალენჯიხას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ათვისების მხრივ დაბალი მაჩვენებელი აქვს, რისთვისაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობით გადაწყდა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად თანხები პირველ რიგში ამ მუნიციპალიტეტს გამოეყოს.

,,ვინაიდან წალენჯიხაში სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოყოფილი თანხების ათვისების პროცესი, ჩვენი შუამდგომლობით ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პირველ რიგში სწორედ ეს მუნიციპალიტეტი დაკმაყოფილდეს თანხებით, რომლებიც მათ უნდა მიმართონ სტიქიის შედეგად მიღებული ზარალის აღმოსაფხვრელად. თუმცა ჯერი ახლა უკვე მუნიციპალიტეტზეა, თუ რამდენად სწრაფად და ხარისხიან პროექტებს წარმოადგენენ, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაერიცხოთ თანხები და დაიწყონ მუშაობა იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რომლებიც სტიქიამ შექმნა“ - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და  იქვე წალენჯიხის მოსახლეობას მიმართავს: ,,მინდა მივმართო წალენჯიხის მოსახლეობას და ვუთხრა, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია კვლავაც მზად არის მუნიციპალიტეტს  ნებისმიერი სახის დახმარება აღმოუჩინოს, გაუწიოს კონსულტაცია, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მოსახლეობის ინტერესები“. 

წალენჯიხის მსგავსად სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ თანხები გამოეყოფა რეგიონის იმ მუნიციპალიტეტებსაც, სადაც უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო