სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნენ

2022-03-31 18:31:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
 
სოფელ ჭალადიდში, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისაგან 4,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები კოლექტორში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად, 1050 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობისა და საკარმიდამო ეზოების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
 
„სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყანაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას. ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ, დაახლოეობით, 500 მლნ ლარია ამ მიმართულებით დახარჯული. ხობის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოები დავათვალიერეთ. სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების მასშტაბური სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელი გახდება ძალიან დიდი ფართობები მოექცეს ეკონომიკურ ბრუნვაში და ისინი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისთვის იქნას გამოყენებული“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.
 
აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 2012 წლიდან დღემდე, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 47 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. სამუშაოების ჯამური ღირებულება 11 მლნ ლარია.
 
განხორციელებული სამუშაოების შედეგად, რეგიონში, დამატებით, 22 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შესაძლებელია გამოყენებული იყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო