ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო წმუნებულის ადმინისტრაციასა და ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო წმუნებულის ადმინისტრაციასა და ქართულ-გერმანულ რეპროდუქციულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ დავით კუხალეიშვილმა და ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არჩვაძემ მოაწერეს.
მემორანდუმების საფუძველზე მოხდება ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრის ექიმების გასვლა რეგიონებსა და სოფლებში და ადგილობრივი კლინიკებისა და პოლიკლინიკების ბაზაზე უშვილობის პრობლემების მქონე ოჯახების მომსახურება. ასევე დაიგეგმება საინფორმაციო აქტივობებიც. ადგილზე პირველადი კვლევები მოსახლეობისთვის უფასოა.
ფონდის მიზანია რაც შეიძლება დროულად დადგინდეს უშვილობის მიზეზი, პაციენტებმა მიიღონ კვალიფიციური მოსახურება, დანიშნულებაში გაწერილი ჰქონდეთ აუცილებელი პროცედურების ნუსხა და საბოლოოდ დადგეს დადებითი შედეგი.