სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაშია

2021-11-19 15:37:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრავე მუნიციპალიტეტში პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ შეარჩია, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური მოედნის და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიის, წალენჯიხის ცენტრალური უბნის, ჩხოროწყუს კულტურის სახლისა და დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ციბაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

„განახლებული რეგიონების“ პროგრამის შედეგად, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო