სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს

2021-11-16 14:04:00

ვაქცინაციას სპროცესისი წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა, მხოლოდ ბოლო დღეებში რეგიონში 750-ზე მეტი პენსიონერი აიცრა, ისინი ერთჯერადად, 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ.

ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად სოფელ ინგირში გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მთავრობის ინიციატივებმა ვაქცინაციის ტემპის გაძლიერებასთან დაკავშირებით კარგი შედეგი გამოიღო და ვაქცინაციის მაჩვენებელი რეგიონში ორჯერ  გაზრდილია. თუმცა სახელმწიფო რწმუნებული მიიჩნევს, რომ ტემპი კიდევ უფრო გასაძლიერებელია.

„რისთვისაც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად კამპანიის პროცესში აქტიურად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება. მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში რეგიონში  აიცრა 750-ზე მეტი პენსიონერი. ჩვენ ზუგდიდში კორონავირუსის ვაქცინაციასთან ერთად იმუნიზაციის მოძრავი სადგურებით ვახდენთ გრიპის ვაქცინის აცრას რისკ და ფოკუს ჯგუფებში.  კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მოსახლეობას აიცრან - არამხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ავიცრათ ერთმანეთისთვის“ - განაცხდა გიორგი გუგუჩიამ.

მოძრავი ვაქცინაციის ავტობუსი ზუგდიდის სხვადასხვა სოფელში წინასწარ შედგენილი გრაფიკით მოძრაობს და იმუნიზაციას ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით ახდენს. გარდა მოძრავი ვაქცინაციის პუნქტისა რეგიონში აცრა 27 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო