სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ რუხის კლინიკაში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

2021-08-25 19:12:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავასთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის კლინიკაში, ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.


მთავრობის მეთაური ამცრელ ბრიგადებს და მოქალაქეებს გაესაუბრა, ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვირუსთან გამკლავების მთავარი გზა ვაქცინაციაა.

როგორც რუხის კლინიკის მმართველმა, დავით შონიამ განაცხადა, კლინიკაში ყოველდღიურად 600 ადამიანი იცრება. კლინიკას ამ დროისთვის 20 000-ზე მეტი მოქალაქე ჰყავს აცრილი.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო რეგიონში ერთი-ერთი მძლავრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახელმწიფო კლინიკაა, რომელიც 220 საწოლზეა გათვლილი და პანდემიის დაწყებიდან დღემდე სრულად ჩართულია COVID 19-ის მართვის პროცესში, ასევე ადგილზე მიმდინარეობს ვაქცინაცია და ტესტირება.

კლინიკა ემსახურება არა მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც.

პრემიერ-მინისტრთან ერთად რუხის კლინიკაში იმყოფებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გუგუჩია, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო