სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი უხუცესებს - მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა 2023 წელს, უშგულის გზა - 2022 წელს დასრულდება; იწყება ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობა, რეაბილიტირდება თეთნულდი, ლაღამი გახდება ახალი ტურისტული ცენტრი

2021-08-25 13:09:00

მესტია-ლენტეხის გზის მშენებლობა, რომელიც ჯამში 100 მილიონი ლარი ჯდება, 2023 წელს, უშგულის გზის მშენებლობა კი 2022 წელს დასრულდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიაში, უხუცესებთან და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პარლამენტის დეპუტატები - სოზარ სუბარი, გოჩა ენუქიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი დაესწრნენ.

მთავრობის მეთაურმა უხუცესებთან შეხვედრაზე მესტიის მუნიციპალიტეტის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ადგილობრივებს მათ უმოკლეს პერიოდში მოგვარებას დაჰპირდა.

ადგილობრივებმა პრემიერ-მინისტრთან თეთნულდის კურორტის რეაბილიტაციის საჭიროებაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურის თქმით, კურორტ თეთნულდის რეაბილიტაცია წელს დაიწყება და ასევე მოეწყობა წყლის და კანალიზაციის სისტემებიც, რასაც ჯამში 5 მილიონი დასჭირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დაწყებულია ჰაწვალის საბაგიროს დემონტაჟი და იგეგმება მისი სრულად გამოცვლა.

პრემიერის განცხადებით, ლაღამის უბანი ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 33 მილიონი ლარია და სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება.

გარდა ამისა, მესტიაში ახალი ცენტრალური პარკი მოეწყობა, რომლის ღირებულება 5-6 მილიონი ლარი იქნება. ასევე, აშენდება თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რაც ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილმა უხუცესებთან ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა "რიჰომ" პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად წმინდა გიორგის საგალობელი შეასრულა.

შეხვედრა მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორის ცენტრში გაიმართა, რომელსაც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. რეაბილიტირდა ცენტრის შენობა, ასევე კეთილმოეწყო საზაფხულო ამფითეატრი და შენობის მიმდებარე ტერიტორია. ახალი შენობა ადგილობრივ ანსამბლებს საშუალებას მისცემს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საკონცერტო დარბაზში კონცერტები და სხვადასხვა ღონისძიებები გამართონ. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო