სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში პრობლემები შექმნა

2021-07-27 21:54:00
ძლიერმა წვიმამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ნაწილში პრობლემები შექმნა. ადიდებული მდინარე ენგური კალაპოტიდან გადმოვიდა და ანაკლიაში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და შიდა გზები დატბორა. არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
 
საპრევენციო სამუშაოების ფარგლებში მოხდა ანაკლიაში მდინარე ენგურის ზღვასთან შეერთების კალაპოტის გაფართოება, თუმცა პრობლემას ადიდებულ მდინარესთან ერთად ზღვაზე არსებული შტორმიც ქმნის.
 
ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა პრობლემები შექმნა ჭითაწყარში, ცაიშში, ცაცხვსა და ჭკადუაშში, სადაც წყალმა შიდა გზები ჩამოირეცხა და ზოგან საკარმიდამო ეზოები დაიტბორა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე ტექნიკა სტიქიის ზონებში გაწმენდით სამუშაოებს დილიდან ახორციელებს და შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან.
ზუგდიდის გარდა წვიმამ პრობლემები შექმნა მესტიის, ხობის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში, ყველა პრობლემურ ადგილზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთველი კომისიები მუშაობენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო