სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2021-07-26 21:37:00
დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს დისტანციური სხდომა გაიმართა.
სხდომაზე 2014 – 2021 წლების სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაში ცვლილებების შეტანის მიზნით კორექტირებული 2019-2021 წლების სამოქმედო გეგმის განხილვა და მიღება მოხდა.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ხელმძღვანელობდა, სხდომაში მონაწილეობა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა, რეგიონის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს.
საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს და მოიწონეს რამდენიმე პროექტი. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და გასცა თანხმობა ზუგდიდში, ხობში, ჩხოროწყუსა და სენაკში განსახორციელებელი პროექტების შესახებ, რომელიც წარმოდგენილი იყო განსახილველად:
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ოდიშის, ენგურის, კოლხეთის, მაცხოვრისკარის და ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოსთან მისასვლელი ხიდის მოწყობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდიდან ზღვის სანაპირო ზოლამდე გარე განათების მოწყობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭავჭავაძისა და დადიანის ქუჩების გზის საფარის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭითანავების უბანში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში, საფიფიოს უბანში საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭავჭავაძის, ც. დადიანის და კ. გამსახურდიას ქუჩებზე საავტომობილო გზის საფარის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარამიას ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გადაკვეთამდე რკ/ბეტონის სანიაღვრე არხის მოწყობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყულიშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, გამარჯვების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო ასათიანის ქუჩაზე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მარჯვენა სანაპიროს ქუჩაზე სკვერის მოწყობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის II საჯარო სკოლის სახურავის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, კ. ლომაიას და თბილისის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭაქვინჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჭაქვინჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტყაიას ადმინისტრაციულ ერთეულში, შენობის (ყოფილი კლუბი) სახურავის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქ ზუგდიდის ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში, „ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის“ ეზოს შემოღობვა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჯიხაშკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, საშენგელიოს უბანში საავტომობილო გზის მეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნარაზენის ადმინისტრაციულ ერთეულში, გ.ჭყონდიდელის ქუჩაზე წყალმომარაგების მოწყობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის ადმინისტრაციულ ერთეულში მერაბ კოსტავას, ამბროსი ხელაიასა და ჯემალ ნარმანიას ქუჩებზე გარე განათების რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, რუსთაველის ქუჩიდან ორდე დგებუაძის ქუჩამდე გზის საფარისა და გარე განათების მოწყობა
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოდიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სინწიდან სოფლის ცენტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია
● ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალაბასთუმანი-რუხის გზის (მეუნარგიას, ჭავჭავაძის და სხულუხიას ქუჩები) რეაბილიტაცია
 
ხობის მუნიციპალიტეტი
● ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა საჯიჯაოში ცენტრიდან მდინარე ხობისწყლის ხიდამდე გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ 1-ლ გურიფულში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საპერტიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
● პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში საგაბისონიოს უბანში სასოფლო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები
 
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
● ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაცია
 
სენაკის მუნიციპალიტეტი
● სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის ადმინისტრაციული ერთეულისა და ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო