სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხალდეს აჯანყებიდან 145 წელი გავიდა - წელს პირველად ხალდეობა აღინიშნა

2021-07-26 21:30:00

ხალდეს აჯანყებიდან 145 წელი გავიდა - მესტიაში ხალდეობის სახალხო დღესასწაული დაფუძნდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობის“ დღესასწაული აღინიშნა. სახალხო დღესასწაული დღეს დაფუძნდა და ყოველწლიურად გაიმართება. „ხალდებობა“ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და ხალდეს აღორძიენების ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“, რომელმაც საზოგადოებას უძველესი სვანური სიმღერები, სვანური ხალხური საკრავების - ჩანგისა და ჭუნირის შესრულებით შესთავაზა, მათ შორის შეასრულეს ხალდეს აჯანყებისთვის მიძღვნილი სვანური ხალხური სიმღერა "გაულ გავხე". მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის მიერ წარმოდგენილი იქნა ეპიზოდი ხალდეს ისტორიიდან.

„ხალდეობის“ დღესასწაულს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, პარლამენტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ხალდეელთა შთამომავლები ესწრებოდნენ.

სოფელ ხალდეში წინაპართა საცხოვრებელ ადგილს 4 ოჯახი უკვე დაუბრუნდა და დანგრეული სახლები აღადგინეს. გასულ წელს ეკონომიკის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობით შესაძლებელი გახდა ხალდეში ელექტრო გადამცემი ხაზების მოწყობა, შესაბამისად დღეს სოფელს ელექტრო ენერგია მიეწოდება.

წელს ხალდეს აჯანყებიდან 145 წელი გავიდა. სვანეთში მომხდარი აჯანყება მიმართული იყო რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. 1875-1876 წლებში რუსულმა ჯარმა სვანური სოფელი ხალდე მიწასთან გაასწორა და აკრძალა ამ ტერიტორიაზე დასახლება. ცოცხლად გადარჩენილი აჯანყების ყველა მონაწილეს ხანგრძლივი კატორღა ან სამუდამო გაციმბირება მიესაჯა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო