სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს

2021-07-14 15:03:00

ზუგდიდში, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. რუხთან ერთად ვაქცინაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის 12 სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი. სამეგრელო-ზემო სვანეთში ვაქცინაციის პროცესში 25 ამცრელი ბრიგადაა ჩართული. აცრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით კეთდება („სინოფარმი“, „სინოვაკი“ და „ასტრაზენეკა“).

მასობრივი ვაქცინაციის პროცესში დღეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩაერთნენ. მათ შორის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა ცნობილი ქორეოგრაფი, ანსამბლ ,,ჩელას“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ღირსების ორდენოსანი, საპატიო ზუგდიდელის ტიტულის მფლობელი თამაზ მოსია. თამაზ მოსაიასთან ერთად, შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი ლაშა შეროზია და თეატრის ხელმძღვანელი ზურაბ ეგუტია აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

რეგიონის მასშტაბით ამ დროისთვის ვაქცინირებულია 12 438 მოქალაქე.

აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე; გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 472 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 175 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 438 მოქალაქე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო