სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ავღანეთში ქართული კონტინგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება სენაკში

2021-07-09 20:58:00

ავღანეთში ქართული კონტინგენტის მიერ სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მიმართეს. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია დაესწრო.

„17 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა გმირმა სამხედროებმა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანეს მსოფლიო მშვიდობის დაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში; ეს იყო ჩვენი მებრძოლების თავდადებული ბრძოლა, მათი ღირსეული ბრძოლა, რომელთაც ჩვენს ქვეყანას განუმტკიცეს ღირსეული პარტნიორის, ხოლო ჩვენს ჯარს - მამაცი და პროფესიონალი ჯარის სახელი“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა გმირ სამხედროებს, რომლებმაც გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ავღანეთში 17-წლიანი წარმატებული სამსახური დაასრულეს, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სამშვიდობო მისიაში დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს, რომლებიც სამშობლოს სამსახურს განაგრძობენ.

ღონისძიების დაწყებამდე პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ავღანეთის მისიის დასრულების შესახებ ნატომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის აპრილში მიიღო. ქართულმა ქვედანაყოფებმა ავღანეთი ნატო-სთან შეთანხმებული გრაფიკით, სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან კოორდინაციით, ეტაპობრივად დატოვეს და საქართველოში სრული შემადგენლობით ივნისის ბოლოს დაბრუნდნენ. 2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებული 107 როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო