სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები სამეგრელოში მიმდინარე ინფასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ

2021-07-01 09:59:00

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი გასვლითი ფორმატით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება. გასვლითი სხდომის ფარგლებში, დღეს კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი, კომიტეტის წევრები, სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოში   მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტების გაეცნენ.

 

საკანონმდებლო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ზუგდიდში თავისუფლების ქუჩისა და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა ქალაქში სატრანსპორტო ნაკადების მოწესრიგებას შეუწყობს ხელს. ზუგდიდში ბოლო წლების განმავლობაში ქალაქში 120-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეგიონის მასშტაბით კი 2013 წლიდან დღემდე 1000 კილომეტრზე მეტი მონაკვეთზე გზა დაიგო. კომიტეტის წევრები და სახელმწიფო რწმუნებული დღესვე ზუგდიდის გამწმენდ ნაგებობაზე იმყოფებოდნენ, რომლიც უკვე ექსპლუატაციაშია შესული.

 

ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს.

 

ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად ემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით ხდება, შემცირდა გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

 

ქალაქს გამწმენდი ნაგებობა არ ჰქონდა რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. ამ პრობლემის მოგვარება კომპლექსურად მოხდა, ზუგდიდის წყალარინების ქსელის სრულის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდა, ასევე მოგვარდა წყლის პრობლემა და ქალაქი უკვე სარგებლობს ცენტრალიზებული წყალმომარაგებით.  ქალაქ ზუგდიდში წყალმომარაგების, წყალარინების, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა რეაბილიტაციისთვის 220 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ განხორციელდა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო