სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

იაპონიის საელჩოს საგრანტო პროექტი

2021-06-24 14:20:00
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის (GGP) ფარგლებში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ონლაინ შეხვედრა საქართველოს რეგიონების რწმუნებულებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართეს. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.
 
ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამა (GGP) წარმოადგენს საქართველოში იაპონიის საელჩოს ერთ-ერთ საგრანტო სქემას, რომლის ამოცანაა ხელი შეუწყოს ადგილობრივ მოსახლეობას ადამიანის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებაში.
 
საგრანტო კონკურსს იაპონიის საელჩო საქართველოში ყოველ წლიურად აცხადებს, წელს ეს პროექტი განკუთვნილია სხვადასხვა სახის მძიმე ტექნიკის შესაძენად, რეგიონებში ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული საჭიროებების მოსაგვარებლად.
 
იაპონიის საელჩო თანამშრომლობს რეგიონულ თემებთან, რათა გამოავლინოს საჭიროებები და დაგეგმოს საგრანტო პროგრამა საქართველოს მთავრობის სტრატეგიისა და საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულებების შესაბამისად.
 
2020-2021 წელს, იაპონიის საელჩომ დააფინანსა 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (1’142’467 აშშ დოლარი) 12 პროექტი GGP გრასრუტების მცირე გრანტის პროგრამის ფარგლებში. პროექტები განხორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, განსაკუთრებული ყურადღება კი დაეთმო ეკონომიკურად მოწყვლად დასახლებებს. შეიქმნა კრიტიკული ინფრასტრუქტურა სამედიცინო მხარდაჭერისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, საბავშვო ზრუნვის სისტემის განვითარებისა და სხვა სარგებლის შესაქმნელად.
 
ბოლო 20 წლის განმავლობაში, იაპონიის საელჩომ დააფინანსა თითქმის 200 პროექტი GGP ადამიანის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო