სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშის შემოსასვლელთან ტურიზმის რეგიონული ცენტრი შენდება

2021-06-19 20:08:00
აბაშის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელთან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება.
სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია მოადგილეებთან და აბაშის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
 
,,ამ ცენტრში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ ჩვენი რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ცენტრი 24 საათის განმავლობაში მოემსახურება სტუმრებს და შესთავაზებს სერვისებს. ტურიზმის განვითარება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს ცენტრი კი ჩვენს რეგიონში შემოსულ ტურისტებს ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის აქ არსებული ღირსშესანიშნაობების და ტურისტული მარშრუტების შესახებ“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
 
შენობა აღიჭურვება კომპიუტერული სისტემებით, შემეცნებითი და კვების ობიექტებით. ვიზიტორებისთვის ასე მოეწყობა ავტოსადგომი. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო