სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თეა ახვლედიანი და ნინო ვიბლიანი გენდერული საბჭოს წევრებს შეხვდნენ

2021-05-20 14:21:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებთან არსებული გენდერული საბჭოების წევრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

თეა ახვლედიანმა გენდერული საბჭოების წევრებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში განსაზღვრული სამომავლო გეგმები და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ახლად შექმნილ ქალთა საკონსულტაციო პლათფორმაზე -„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება - საკონსულტაციო პლატფორმა მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე“, რომლის მიზანიც ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელება და სამშვიდობო პროცესში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზეც იმსჯელეს და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის ქალების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებისთვის გენდერული თანასწორობის პრიორიტეტულობას. თეა ახვლედიანის თქმით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი კვლავაც გააგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო