სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა

2021-05-20 14:15:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა.  შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროს სხვადასხვა მისიის ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე განიხილეს  გაეროს 2021-2025 წლების  მდგრადი განვითარების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი  გასული წლის შემოდგომაზე მოეწერა. პროექტის  ერთ-ერთი მთავარი მიზანი რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს,  გაეროს და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და მუნიციპალიტეტების როლზე  ხელშეკრულების განხორციელებაში. მოხდა ადგილობრივი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვა.

„ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ გაეროს სხვადასხვა პროგრამებთან, მინდა გამოვყო გაეროს განვითარების პროგრამა - ამ  პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ჩვენი რეგიონის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით განხორციელდა სამი ტურისტული  ინფრასტრუქტურის მოწყობა და ამჟამად მიმდინარეობს კიდევ სამი პროექტი. გარდა ამისა  პროგრამის დახმარებით,  მცირე საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 3 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია. ჯამში კი ჩვენს რეგიონში არსებული პროექტების დაფინანსებისთვის გამოიყო 836 ათასზე მეტი ლარი“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო