სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო

2021-05-09 15:22:00

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობა აშენდა და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურით ქალაქ ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი ისარგებლებს. დასრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

„ქალაქ ზუგდიდს 24-საათიან წყალმომარაგებასთან ერთად უკვე გამართული წყალარინების სისტემაც გააჩნია. ეს არის სრულად გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა სიკეთეებთან ერთად გამოირჩევა მართვის ეფექტურობით. ასევე, გათვალისწინებულია ენერგოეფექტურობის კომპონენტი, რაც ობიექტის დამოუკიდებელ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

ამ პროფილის თანამედროვე სტანდარტების ობიექტი ქალაქს პირველად მოემსახურება, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება, შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკები.

„ზუგდიდში წყალარინების თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  გამწმენდი ნაგებობა აშენდა, რომელიც განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით. აღნიშნული შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და დაბინძურების რისკებს. ქალაქს გამწმენდი ნაგებობა არ ჰქონდა რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. გარდა ამისა ჩვენ კომპლექსურად მოვახდინეთ ამ პრობლემის მოგვარება, ზუგდიდის წყალარინების ქსელის სრულის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდა, ასევე მოგვარდა წყლის პრობლემა და ქალაქი უკვე სარგებლობს ცენტრალიზებული წყალმომარაგებით“ - აღნიშნა მალხაზ თორიამ. 

მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და მას 43 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
181920212223
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო