სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია: აბაშის სოფელ მარანსა და ტყვირში მასიური ტესტირება და თერმოსკრინინგი მიმდინარეობს

2021-04-08 21:34:00

ბოლო დღეების განმავლობაში აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანსა და ტყვირში 51 კოვიდ დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. რის გამოც სოფელში პოლიციის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ჯანდაცვის  უწყებების მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან ერთად გაეცნო და ეპიდემიოლოგებისგან არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.

„აბაშის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მარანსა და ტყვირში გვაქვს კორონავირუსის ახალი შემთხვევები. სოფელ მარანში დაფიქსირდა 36  შემთხვევა, ხოლო ტყვირში 15 შემთხვევა, მათ შორის არიან ბაღის აღმზრდელები, სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოზარდი, რის გამოც მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სოფლებში საგანმანათლებლო დაწესებულებები დროებით დავხუროთ.  აღნიშნულ სოფელებში მიმდინარეობს მასიური  ტესტირებები, ხდება სოფელში მცხოვრები ადამიანების თერმოსკრინინგი, რათა დროულად იქნას გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები და არ მოხდეს გავრცელება. მინდა მოსახლეობას მოვუწოდო დაიცვან რეგულაციები და ატარონ პირბადე“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

გამოკვლეულია კოვიდ დადებითი მოქალაქეების კონტაქტები, მათი ნაწილი დღეს გაიტესტა და პროცესი გრძელდება.

სოფელში პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი, ჯანდაცვის მუნიციპალური დანაყოფის მიერ ხორციელდება ადგილობრივების მასიური ტესტირება. სოფელში მომდევნო 12 დღის განმავლობაში მკაცრი კონტროლი განხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო