სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლერი ბარნაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

2021-04-08 13:12:00

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლერი ბარნაბიშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დროს, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია მოადგილეებთან ერთად ესწრებოდა, ლერი ბარნაბიშვილმა მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებისგან პირადად მიიღო ინფორმაცია რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.

ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის საშუალებით ყველა ქალაქში, სოფელსა და ქუჩებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობისკენ და მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდა, თავის მხრივ კი ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო კოორდინაციასა და პრობლემების დროულად გადაჭრაში დახმარება აღუთქვა.

ლერი ბანრნაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ მასშტაბურ პროექტებზე.

,,ზუგდიდი იქნება პირველი ქალაქი, სადაც წყლის და წყალარინების სისტემები იმუშავებენ ყველაზე თანამედროვე სისტემებით და დააკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტს, ეს იქნება ქალაქი, სადაც კომპლექსურად გვარდება ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა. ამაში იგულისხმება, როგორც წყლის სისტემის ნაგებობის შექმნა, დაქსელვითი სამუშაოები და მაღალი ხარისხის წყალი, ასევე საკანალიზაციო სისტემა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობა, რომლის ღირებულებაც 50 მილიონ ლარამდეა. ჯამში სამივე მასშტაბური პროექტის განხორციელებისთვის გამოიყო 220 მილიონ ლარამდე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს პროექტები არის ქალაქისთვის ისტორიული მნიშვნელობის, რადგან ზუგდიდს აქვს ის ინფრასტრუქტურა რაც არ ჰქონია აქამდე. წყლისა და წყალარინების ამ ახალი ინფრასტრუქტურით ქალაქი ათწლეულების განმავლობაში ისარგებლებს. ამ მიმართულებით პროექტს ვახორციელებთ ფოთში, სადაც გამწმენდი ნაგებობის სამუშაოები ბოლო ეტაპზეა, ასევე აქვე მიმდინარეობს წყალარინების ქსელის მოწყობა, ამ პროექტს აქვს გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით რაც გამოწვეულია რთული რელიეფიდან გამომდინარე, თუმცა კომპანიას მიეთითა კონკრეტული ვადები და დაევალა მაქსიმალური მობილიზება“ - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული სახის შეხვედრებს ის საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო