სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია ,,სოფლის პროგრამით'' პრიორიტეტების შერჩევას სოფელ ლიასა და პალირში გაეცნო

2021-02-26 12:47:00

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს. აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. პროცესს სოფელ პალურსადა ლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, წალენჯიხის მერთან ბესიკ ფარცვანიასთანერთად დაესწრო.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენი რეგიონის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები და პრიორიტეტული პროექტების შერჩევა აქტიურად მიმდინარეობს. ხალხი უმრავლესობით ირჩევს იმ პროექტებს რისი განხორციელებაც თავად სურთ და მათ სოფელს თუ უბან ყველაზე მეტად სჭირდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა უმნიშვნელოვანესია მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, გარდა ამისა ჩვენ უშუალო კომუნიკაციით ვიგებთ მოქალქეებისგანმათ უმთავრეს საჭიროებებს და  მცირე დროში ვახდენთ მაქსიმალურად მათ მოგვარებას“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წალენჯიხის ადმინისტრაციულ ერთეულებში 120-მდე პროექტი განხორციელდება.  სოფელში გამართულ კრებაზე მოსახლეობამ მთავარ მოსაგვარებელ პრიორიტეტად გარე განათების, სანიაღვრე არხების, წყალმომარაგების, შიდა გზების რეაბილიტაციის საკითხები დაასახელეს.

მოქალაქეების მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო