სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

2020-12-30 19:00:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემა მიმდინარეობს. პირველადი სასურსათო პროდუქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღის 4300-მდე  აღსაზრდელს გადაეცემა.

ზუგდიდის მე-10 საბავშვო ბაღშიპროდუქტების გაცემის პროცესს მონიტორინგი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ გაუწიეს.

,,ზუგდიდში, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებოსთვის სასურსათო პაკეტების დარიგების მეორე ეტაპი დავიწყეთ. რადგან პანდემიის გამო დაწესებული აკრძალვების შესაბამისად ბავშვები ვერ ახერხებენ ბაღში სიარულს რეგიონში არსებულმა მუნიციპალიტეტებმა მიიღეს გადაწყვეტილება კვებისთვის გამოყოფილი თანხით მომხდარიყო პირველადი მოხმარების პროდუქტების შეძენა. ეს ნობათი ბავშვებს და მათ ოჯახებს საახალწლოდ ნამდვილად წაადგებათ. მხოლოდ ზუგდიდში 4300 მდე აღსაზრდელის ოჯახი მიიღებს ამ დახმარებას, გარდა ამისა ჩვენ ვეხმარებით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც ეს დახმარება ძალიან ჭირდებათ. ამ რთულ პერიოდში მოსახლეობისთვის სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვნად ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე დონორი ორგანიზაციაბი, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ.

საკვები პროდუქტის გადაცემას, ა(ა)იპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრი“ უზრუნველყოფს.

,,ვაგრძელებთ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგებას, 4000-ზე მეტი  აღსაზრდელი მიიღებს   კუთვნილ პროდუქტს.    ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელსა და მათ მშობლებს ვულოცავ  შობა-ახალ წელს და ბედნიერ 2021 წელს“- განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში შეჩერებულია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო