სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორია: არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა ვირუსის გავრცელების შენელებისათვის უმნიშვნელოვანესია

2020-11-30 21:30:00

საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულებასთან დაკავშირებით, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმსჯელეს. სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით უნდა მოხდეს დაწესებული შეზღუდვების მკაცრად გაკონტროლება, რათა მოხდეს ვირუსის გავრცელების შენელება.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების და სხვა უწყებების წარმომადგენლები შედიან უკვე გააფრთხილეს ის მეწარმეები ვინც დადგენილ ნორმებს არ იცავენ, მათ მიერ გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში მოხდება მათი დაჯარიმება კანონის შესაბამისად.

მალხაზ თორიას განმარტებით, არსებული შეზღუდვების მკაცრი დაცვა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული ზომების ეფექტურობისთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომაც უნდა განხორციელდეს მკაცრი კონტროლი, რათა მივიღოთ ის შედეგი რაც დასახული გაქვს. მალხაზ თორიამ ასევე ყურადღება გაამახვილა პირბადეების ტარების აუცილებლობასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაზე ისაუბრა.

შეხვედრას - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, ინსპექტირების სამმართველოს უფროსი მაია მიქაია, სამხარეო, საპატრულო პოლიციის, სურსათის ეროვნულ სამმართველოს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მთავრობის მიერ დადგენილი შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო