სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მალხაზ თორიამ  ,,CPMR“-ის ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

2020-11-19 14:12:00

დღეს, ,,პერიფერიული საზღვაო რეგიონების კონფერენციის“ (,,CPMR“) ტრანსპორტის სამუშაო ჯგუფის დისტანციური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება CPMR-ის ბალკანეთისა და შავი ზღვის კომისიის (BBSC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინ მოლდოვეანუმ გახსნა.

შეხვედრაზე განიხილეს პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით სატრანსპორტო სფეროში არსებული შეზღუდვები, არსებული გამოწვევები, ასევე მიმოიხილეს ,,COVID-19" გავლენა ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი ტურიზმის და ტრანსპორტის სფეროებზე.

ონლაინ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონების პორტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკითხებს. გაიმართა საზღვაო ტრანსპორტით დაინტერესებული მხარეების  პრეზენტაციები. ონლაინ კონფერენციის ბოლო ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი ,,CPMR“-ის (Conference of peripheral maritime regions) წევრი მიმდინარე წლის გაზაფხულზე გახდა. ,,CPMR“ წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს ქვეყნებისა და რეგიონების 200 მილიონამდე მოქალაქეს. „CPMR“ მხარს უჭერს წევრი რეგიონების განვითარებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთი ,,CPMR"-ის პოლიტიკური ბიუროს სრულუფლებიანი წევრია.  რეგიონის წარმომადგენლობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს  გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს შეხვედრებში. წევრ რეგიონებს ასევე უფლება აქვთ გაწევრიანდნენ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც ორგანიზაციის სხვადასხვა მიმართულებებზე მუშაობს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო