სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

გიორგი გახარიამ და მალხაზ თორიამ სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეო ნათსი“ დაათვალიერეს

2020-09-06 22:43:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან  და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია ერთად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, თანამედროვე სტანდარტების მქონე თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში 2018 წელს შეიქმნა.

პრემიერსა და მინისტრს საწარმოს დირექტორმა გააცნო საწარმოო პროცესის სრული ჯაჭვი, რომელიც პროდუქციის მიღებას, დამუშავებას, გარჩევას, მოხალვას, დაფასოებასა და საექსპორტოდ მომზადებას მოიცავს. 

თხილის გადამამუშავებელ საწარმო „ჯეო ნათსში" ჯამურად 1 558 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600 000 ლარი გრანტია, ხოლო 779 000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

საწარმო, რომელშიც 100-მდე ადამიანია დასაქმებული, წელიწადში, 7 000-10 000 ტონა თხილის სხვადასხვა სახის პროდუქციას აწარმოებს, რომელიც მთლიანად ექსპორტზე გააქვს. 

თხილის საწარმოს მიმდებარედ, კომპანია ფლობს სამაცივრე საწყობსაც, რომელიც სახელმწიფოსა და USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა. პრემიერ-მინისტრმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სამაცივრე საწყობიც დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო