სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან

2020-07-31 13:51:00
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს მალხაზ თორიას შეხვდა. შეხვედრაზე პანდემიასთან ბრძოლის და კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მალხაზ თორია მარეკ შჩიგელს გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა, ასევე შეეხო რეგიონის ტურისტულ პოტენციალს, სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს და მიმდინარე მსხვილ, მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრას მარეკ შჩიგელთან ერთად მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ელჩი მარეკ შჩიგელი 2020 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო