სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

იმოგზაურე სამეგრელოში - აბაშა

2020-07-03 23:38:00

  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონის ტურისტული ობიექტების პოპულარიზაციის კამპანიას განაგრძობს. ჩხოროწყუს და ფოთის შემდეგ სახელმწიფო რწმუნებული აბაშაში მდებარე ტურისტულ ლოკაციებს სტუმრობდა. ალექსანდრე მოწერელია მოადგილეებთან და აბაშის მერთან ერთად მე-19 საუკუნის დასაწყიში აშენებულ ტაძარს, აკაკი ხოშტარიას სახლს, იქვე მდებარე სინაგოგას და გულეიკარის ისტორიულ ეკლესიას სტუმრობდა. 

სუჯუნის სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი ოთხი კილომეტრით არის დაშორებული აბაშის ცენტრს. მოქმედებს დედათა მონასტერი. აშენებულია ანტონ ჭყონდიდელის მიერ. 

აკაკი ხოშტარიას სასახლე - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სუჯუნაში მდებარეობს. შენობა 1915 წელს ცნობილმა მეცენატმა და საზოგადო მოღვაწემ აკაკი ხოშტარიამ, დედას აუშენა. შენობა გერმანელმა არქიტექტორებმა ააშენეს. 

გულეიკარის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, VI-IX საუკუნეებით თარიღდება. გულეიკარი - ეს სახელი სოფელს (ერთ-ერთი ვერსიით) იმიტომ შეერქვა, რომ ვინმე გულივერს, რომელიც აქ ცხოვრობდა, არაბი სარდალი მურვან ყრუ გამოუწვევია და დაუმარცხებია. ამით სოფელი განადგურებას გადაურჩა. აქაურობისთვის გალივერის კარი ანუ გულივერის არემარე უწოდებიათ. სოფელი გულეიკარი მდებარეობს რიონის მარცხენა მხარეს, გურიის საზღვარზე. გადმოცემის თანახმად ტაძარში დიდხანს ინახებოდა მურვან-ყრუს ხმალი, ახლა კი იქ ხმილს ასლია განთავსებული. ვისაც ლეგენდის გაცნობა და ისტორიული ტაძრის დათვალიერება გსურთ შეგიძლიათ აბაშის ამ ლამაზ სოფელს ეწვიოთ. 

მათ კი ვისაც მწვანე სივრცეში დასვენება გსურთ, შეგიძლიათ წყემის ნაკრძალს ესტუმროთ. სახელმწიფო რწმუნებული ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის კამპანიას ყველა მუნიციპალიტეტში გამართავს.

პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებთან ერთად, ძირითადი აქცენტი ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტების გაცნობასა და პოპულარიზაციას დაეთმობა, პროექტი მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შიდა ტურიზმის ზრდას და ამით ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების დახმარებას. ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს ურჩევს მოგზაურობისას გაითვალისწინონ COVID19-ის გავრცელების პრევენციისათვის შემუშავებული რეკომენდაციები.

აბაშაში მდებარე ტურისტული ობიექტები სახელმწიფო რწმუნებულმა მოადგილეებთან მალხაზ თორიასთან, დავით ვერავასთასთან, აბაშის მერთან ლევან მაკალათიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილთან ერთად დაათვალიერა. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627
28
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო