სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში რეგიონული ნარჩენების განთავსების ობიექტი მოეწყობა

2020-06-25 13:24:00

,,მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II”-ის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და პროგრამის განმახორციელებელი გუნდის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვისა და დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში არსებული ზუგდიდის ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა.

საჯარო განხილვა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვისი კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ესწრებოდნენ, ღია ფორმატის იყო და მასში მონაწილეობა, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი მიზნად ისახავს რეგიონში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, მყარი ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების გზით. მათ შორის, ნარჩენების შეგროვებას და ტრანსპორტირებას, არსებული ნაგავსაყრელების დახურვასა და ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას, ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტი ასევე ითვალისწინებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნარჩენების გადამტვირთავი 3 სადგურის მოწყობას.

პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს გადაეცემათ ნარჩენების შესაგროვებელი ახალი აღჭურვილობა, რაც უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას რეგიონში და გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს.
პროექტს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
1819202122
23
24
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო