სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა

2020-04-01 11:23:00

,,აფხაზეთიდან გადმოსული შუახნის ქალის (ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა), შვიდი კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან. ისინი მოთავსდნენ ანაკლიის საკარანტინო ზონაში. მათი დაკვირვება და სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს. ეს ადამიანები არიან ის პირები ვისაც ჰქონდა ამ ქალბატონთან კონტაქტი, სანამ ის იმყოფებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ანაკლიის საკარანტინო ზონაში ამ ეტაპზე იმყოფება 81 მოქალაქე. ხოლო თვითიზოლაციაში 224 პირი იმყოფება მთელი რეგიონის  მასშტაბით, 496 ადამიანს კი მოეხსნა თვითიზოლაცია.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 7 ადამიანი: ,,აქედან ორს იცით, რომ დადასტურებული აქვს კორონავირუსი. დამატებით ერთის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია კვლევებისთვის, ისიც აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეა - შუახნის მამაკაცი, მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემაც აქვს, ეს კაცი არ არის აფხაზეთიდან გადმოსული ქალბატონის კონტაქტი, ის გადმოიყვანეს გუშინ.  ასევე ინფექციურში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 4 ადამიანი, ესენი არიან დედა-მამა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, მათ დღესაც ჩაუტარდებათ კვლევები“.

სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ზედაეწერში თერმოსკრინინგი - ,,ეს არის სოფელი, სადაც ცხოვრობს ჩვენი პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სოფლიდან დაგვეწყო მასიური სკრინინგი, ამ დროისთვის უკვე შევამოწმეთ 805 მოქალაქე და ეს პროცესი გაგრძელდება, საბედნიეროდ არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებული განმარტებით, საკომენდანტო საათის პერიოდში რეგიონში 2 პირი დაჯარიმდა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში და დაიცვან ის რეკომენდაციები რასაც სპეციალისტები გასცემენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო