სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში

2020-03-09 21:35:00

საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ ,,თანაზიარს“ ესტუმრა, რის შემდეგაც ასოციაცია "მერკურის" ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარს ეწვია, ბენეფიციარები მოინახულა და აღნიშნა, რომ იგი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მასშტაბურ სამთავრობო კამპანიას უერთდება.

ძალადობის მსხვერპლ ქალთა და ბავშვთა თავშესაფარი პოლონეთის სახელმწიფოს მხარდაჭერით შეიქმნა, 2 წელია ფუნქციონირებს და უკვე 30 -მდე ოჯახს დაეხმარა. თავშესაფარში მისულ ოჯახებს შესაბამის დახმარებას უწევენ ფსიქოლოგები, იურისტები და სოციალური მუშაკები. ცენტრი აქტიურად მუშაობს ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერებისათვის, მათ უტარდებათ ტრეინინგები, გადიან შესაბამის გადამზადებას სხვადასხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ზუგდიდში სიჭინავების ოჯახს ეწვია, რომელიც უკვე მრავალი ათეული წელია ქართული ტრადიციული მედიცინის მეთოდით დამწვრობის მალამოს ამზადებს. სიჭინავების ოჯახის წარმომადგენელმა მარინა ჭიჭინაძემ პრეზიდენტს მალამოს დამზადების ისტორია გააცნო და მის ეფექტიანობის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტი ასევე სტუმრობდა ახალგაზრდა მხატვარს გიგი სიჭინავას, რომელიც ბულინგის საწინააღმდეგო კამპანია წამოიწყო. 

დღესვე პრეზიდენტი ემიგრანტთა ბაღ ,,ფესვებს" ესტუმრა და ბზა დარგო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოს პრეზიდენტი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს, მის მოადგილეებს და რეგიონის მერებს შეხვდა და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოების და კორონავისურის პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25
2627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო