სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდსა და ფოთში კომპანია კარფური ფილიალების გახსნას გეგმავს

2020-03-06 14:55:00

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი კარფური „კარფური“ ზუგდიდსა და ფოთში ფილიალის გახსნას გეგმავს. კომპანია ამჯერად ადგილს არჩევს, სადაც ,,კარფური” განთავსდება.

კომპანიის გენერალური დირექტორი კრისტოფ ორსე დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, მის პირველ მოადგილეს დავით ფარცვანიას და ზუგდიდის მერს გიორგი შენგელიას შეხვდა.

ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე ადგილი განიხილეს, რაზეც საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა განსახორციელებელი ინვესტიციის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.

„კარფური“ ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელია „Majid Al Futtaim Retail“, კომპანია ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის დიდი არჩევანი ხელმისაწვდომ ფასად.

„კარფური“ ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა პირველი ჰიპერმარკეტით, ხოლო დღეისათვის საქართველოში 19 ობიექტით არის წარმოდგენილი.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425
26
272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო