სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

განმუხურში წყალარინების ახალ ქსელზე ოჯახების ინდივიდუალური დაერთებები სრულდება

2020-03-04 12:01:00
საკურორტო ზონებში უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად, წყალარინების (კანალიზაციის) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობები შენდება.
 
ერთ-ერთი ასეთი ობიექტის მშენებლობა დასრულდა ანაკლიაში. ამ დროისთვის, პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს განმუხურის მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოები, რის შემდეგაც ექსპლუატაციაში შევა ანაკლიის გამწმენდი ნაგებობა.
 
პროექტის მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე დავით ფარცვანია და წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გაეცნო და უკვე შესრულებული სამუშაოებიც დაათვალიერეს.
 
აღნიშნული ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს განახორციელებს, რაც შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და გარემოს დაბინძურების რისკებს. გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება.
 
პროექტს, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, 20 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
 
წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები სრულად პასუხობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და შესაბამისობაშია ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნებთან ,,ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდის შესახებ“, რომლის მიზანია წყალარინების სფეროს განვითარება ქვეყნის მასშტაბით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო