სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდიში ,,ეთნოცენტრი'' მოეწყობა

2020-02-17 16:29:00

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. პროექტის ,,ეთნოცენტრი - ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში" პრეზენტაცია, დღეს საკრებულოს ზვიად გამსახურდიას სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. ,,ეთნოცენტრი" ე.წ. ,,ფრანგული პარკის" ტერიტორიაზე განთავსდება, მოეწყობა პავილიონები.

პროექტის პრეზენტაციას მეწარმეებთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ფარცვანია და ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავა დაესწრნენ.

პროექტის მიზანი ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა ბიზნეს უნარებისა და სარეალიზაციო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა და ტრადიციული რეწვის მწარმოებელთა რეწვის სწავლების, პროდუქციის გაყიდვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაა.

აღნიშნულ პროექტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელებს.

პროექტის განხორციელებით ხელი შეეწყობა რეწვის განვითარებისთვის ერთიანი ცენტრის შექმნას და ტრადიციული რეწვის დარგის გადარჩენა-განვითარებას, რეწვის ოსტატებისა და სამიზნე ჯგუფების უნარების განვითარებას, დასაქმებას და შემოსავლების ზრდას, რეწვის პროდუქციის პოპულარიზაციასა და დაინტერესებული ჯგუფების შეკავშირებას, რაც გაზრდის მუნიციპალიტეტში ტურიზმისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო