სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოფლის კრებები გრძელდება

2020-02-12 19:33:00

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენსა და შამადელაში დაესწრო.


სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მერის მოადგილესთან ერთად მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.


ნარაზენში მოსახელობამ მხარი დაუჭირა სოფლის ცენტრში არსებული შინმოუსვლელთა სკვერის რეაბილიტაციას. შამადელაში კი ადგილობრივებმა საზარანდიოს უბანში წყალმომარაგების რეაბილიტაციას დაუჭირეს მხარი.

პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.


დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ნარაზენი-შამადელას ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა. რეაბილიტირდება 2300 მეტრი გზა, იგება ბეტონის საფარი. გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


ნარაზენში ყოფნის დროს, სახელმწიფო რწმუნებულმა საჯარო სკოლაში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი დაათვალიერა . ასევე საბავშვო ბაღში არსებულ ვითარებას გაეცნო  . სკოლამდე სააღმზრდელო დაწელსებულებაში, სამზარეულოს რეაბილიტაცია საჭირო, რომელიც წელს განხორციელდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო