სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

შეხვედრა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

2020-02-05 11:01:00
 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სოფლისა და სოფლის განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე და რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე უძღვებოდნენ.
შეხვედრაზე, სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ, სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და შესრულებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა.
სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ დავით ფარცვანიამ, სიტყვით გამოსვლისას, რეგიონში, სახელმწიფოს მიერ ფერმერების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ამ მიმართულებით სამომავლოდ ურთიერთ თანამშრომლობაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს და სამომავლო პერსპექტივები დეტალურად განიხილეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართება. შეხვედრებზე სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ განხორცილებული, მიმდინარე, დაგეგმილი პროგრამებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მექანიზმებზე იმსჯელებენ.

შეხვედრას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526
27
2829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო