სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობა იწყება

2020-01-22 16:17:00

ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე ავტომანქანების კომპონენტების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის დაწყებისა და საძირკვლის ჩაყრის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ფოთის მერი გოჩა კურდღელია დაესწრნენ.

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ევროპული სტანდარტების, ეკო მეგობრული, თანამედროვე ტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი ახალი ქარხნის მშენებლობა მოხდება, რომლის წარმოება სრულად ორიენტირებულია ექსპორტზე და ადგილობრივი მუშახელის დასაქმებაზე. ქარხანას ფოთის თიზ-ში რეგისტრირებული კომპანია შპს სდტ ჯორჯია აშენებს, მისი წარმომადგენელი ბიზნესმენი ჯიაკომო ძამატიო ანალოგიური ტიპის ქარხნებს ჩინეთში (ქ. სუჯოუ) და იტალიაში (ქ. მილანი) ფლობს.

ქარხანა შენდება ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე გამოყოფილ 5000 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე, სადაც ქართული და უცხოური ნედლეულის: ალუმინისა და თუთიის ზოდებისგან ჩამოისხმება სხვადასხვა ტიპის ავტომანქანების კომპონენტები, რომლის ექსპორტი განხორციელდება ევროკავშირის ქვეყნებში, ჩინეთში, აშშ-სა და მექსიკაში. წარმოების პირველ წელს დაგეგმილია 5 მლნ აშშ დოლარამდე ღირებულების კომპონენტების ექსპორტი, რომლის მოცულობა ყოველწლიურად გაიზრდება.

პირველ ეტაპზე ქარხანაში დასაქმდება 60-მდე ადგილობრივი მუშახელი, რომელთა რაოდენობა 2021 წლისთვის გაიზრდება 100 თანამშრომლამდე. ქარხანაში დასაქმებული მუშახელი სპეციალურ გადამზადებას გაივლიან ჩინეთში ქ. სუჯოუში მდებარე ანალოგიური ტიპის ქარხანაში. კომპანიამ უკვე გააგზავნა პირველი ჯგუფი გადასამზადებლად, მეორე ჯგუფის გაგზავნა დაგეგმილია 2020 წლის აპრილის თვეში.

ქარხნის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. ქარხნის მშენებლობას კომპანია ეკოჰაუსი ახორციელებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო