სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ლაპლანდიელი სანტა, რომელიც საქართველოში მოგზაურობს ენგურის ხიდზე იმყოფებოდა და გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ბავშვებს ახალი წელი მიულოცა

2020-01-01 17:58:00

ლაპლანდიელი სანტა, რომელიც მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩია დღეს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე იმყოფებოდა, სადაც ოკუპაცია დაგმო, საქართველოს ერთიანობასა და მშვიდობაზე ისაუბრა.

,,ჩვენ ვიმყოფებით ძალიან განსაკუთრებულ ადგილას, დღეს ეს ხიდი ჯერ კიდევ ყოფს ოკუპირებულ აფხაზეთს და თავისუფალ საქართველოს, მსოფლიოში ჩემი მთავარი დანიშნულება არის ვიყო ელჩი მშვიდობის და სიკეთის! მე ვიცი რომ ახლო მომავალში ეს საზღვარი არ იარსებებს და ვისურვებ, რომ მოვიდე შემდეგ წელს ამ ხიდთან და აღვნიშნოთ ამ საზღვრის არქონა, ეს სურვილი საუკეთესო იქნება ქართველებისთვის და მსოფლიოსთვის. ახლა დროა ქართველი ხალხის და თავისუფალი საქართველოსი, მიყვარხართ გისურვებთ წარმატებებს!“ - განაცხადა მსოფლიოს მშვიდობის კეთილი ნების ელჩმა ენგურის ხიდზე.

ლაპლანდიელმა სტუმარმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მცხოვრებ ბავშვებსაც მიულოცა, მოგვიანებით კი საჩუქრები ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, დევნილ ბავშვებს დაურიგა.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

სანტა კლაუსი ზუგდიდის შემდეგ ფოთს, ხვალ 2 იანვარს, კი მესტიას ესტუმრება, ლაპლანდიელი სტუმარი საქართველოში 9 იანვრამდე დარჩება, ამ ხნის განმავლობაში კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს და დედაქალაქს ესტუმრება.

პროექტის ინიციატორები არიან ,,საქართველო-ფინეთის ურთიერთობათა ასოციაცია“ და ,,ფინეთ- საქართველოს მეგობრობისა და კულტურულ-ურთიერთობათა საერთაშორისო ცენტრი“, პროექტი ხორციელდება სამეგრელო ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ოქროს სპონსორია მეღვინეობა ,,ხარება“.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო