სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მერიაში იმსჯელეს

2019-12-25 21:33:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ქალაქ ფოთში თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას და თევზის გადამამუშავებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მიღწეული შეთანხმების, მიხედვით ყველა საწარმოს, რომელიც არ აკმაყოფილებს ნორმებს, სამუშაო პროცესი შეუჩერდება.

„გარემოზე ზემოქმედების შემთხვევაში, ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს როგორც სანქციებს ჯარიმის სახით, ისე ზიანის ანაზღაურებას კომპანიების მხრიდან. გრძელვადიან გეგმებზე თუ ვისაუბრებთ, სანქციები უფრო უნდა გამკაცრდეს და ეს ინიციატივა მთავრობამ საქართველოს პარლამენტს უკვე წარუდგინა. რაც შეეხება მოკლევადიან გეგმას, სეზონის განმავლობაში სამუშაო ჯგუფი, გუბერნიასთან და სამოქალაქო აქტივთან ერთად აქტიურად ვიმუშავებთ, რომ იგივე პრობლემის გაჩენის შემთხვევაში, ნორმების დამრღვევმა საწარმომ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლოს. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, წარმოქმნილი პრობლემა და სუნი არაჯანსაღი სანედლეულო ბაზის არსებობით იყო გამოწვეული, რადგან არ ხდებოდა პროდუქციის დროული მიწოდება საწარმოებისთვის. საწარმოთა უმრავლესობას თანამედროვე ფილტრები და გამწმენდი საშუალებები აქვს, თუმცა მათ მიმართ მაინც არსებობს პრეტენზია, რაც გამოყენებული წყლების უტილიზაციას უკავშირდება. ყველა ასეთი საწარმოს მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ აღნიშნა, ყველა შესაბამისი უწყება ჩართულია პრობლემის მოგვარებაში.

„დღევანდელი მდგომარეობით, საწარმოებს დაახლოებით 60 ტონამდე ნაშთი აქვთ დარჩენილი, რომელიც სამოქალაქო აქტივისტებისა და სამუშაო ჯგუფის ზედამხედველობის ქვეშ, ერთ-ერთ ფაბრიკაში გადამუშავდება. ამის შემდეგ, კი, ფაბრიკები შეაჩერებენ მუშაობას. რა თქმა უნდა, მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი. სამუშაო ჯგუფი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა საკითხი გადაწყდეს სამართლებრივ ჭრილში და საწარმოებმა კარგად გაითავისონ თუ რა პირობებში უნდა მოახდინონ თევზის გადამუშავება ისე, რომ მოსახლეობა არ დააზარალონ“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ხელისუფლების წარმომადგენლების ინიციატივით, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ მოქალაქეებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და თევზის გადამამუშავებელი საწარმოების მფლობელებს გააერთიანებს. სამუშაო ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ფოთში აღნიშნული პრობლემის მოგვარებას და აქტიური კომუნიკაცია ექნება ხელისუფლებასთან.

ფოთის მერიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გარემოს დაცვის მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, თევზის გადამმუშავებელი საწარმოები და ნავმისადგომის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც თევზის რეწვის სეინერებიდან ქაფშიის გადმოტვირთვა ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ფოთში თევზის პროდუქტების გადამმუშავებელი 4 ქარხანა ფუნქციონირებს. მათ მიერ, სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არსებული ნორმების დაცვას, შესაბამისი სამსახურები დეტალურად სწავლობენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
45678910
11121314151617
18192021
22
2324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო